მჯერა, დონალდ ტრამპი შეძლებს წვლილის შეტანას უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში, მაშინ, ბოლოს და ბოლოს შევძლებთ მის წარდგენას ნობელის პრემიაზე - ჯორჯია მელონი

ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი იმედოვნებს, რომ შეძლებს დონალდ ტრამპის ნომინირებას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის შეტანილი წვლილისთვის. განაცხადა მელონიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს.

„ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ის მას მივცეთ. მჯერა, რომ ის ასევე შეძლებს, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრებაში. მაშინ ჩვენ, უკვე ბოლოს და ბოლოს შევძლებთ დონალდ ტრამპის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.