მეთიუ უიტაკერი: დონალდ ტრამპი აღასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ეს მხოლოდ დასაწყისია

მეთიუ უიტაკერი

ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულება აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი აიძულონ, უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს.

ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა „ბლუმბერგთან” ინტერვიუში განაცხადა.

უიტაკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და „ეს მხოლოდ დასაწყისია“.

„ჩვენ დავაწესეთ ეს სანქციები. ვგეგმავთ მათ დაცვას. ეს მხოლოდ დასაწყისია. შესაძლოა, სწორედ ამ ნაბიჯებმა დასვას პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა ეს ომი დაასრულოს ან, სულ მცირე, ზავით დაიწყოს, რათა შესაძლებელი იყოს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკება. პრეზიდენტ ტრამპს ყველა კოზირი აქვს ხელში და ეს მხოლოდ ერთ-ერთია. მას ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს წინ”, – განაცხადა უიტაკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, რომ ომის გასაგრძელებლად შემოსავალი მიიღოს.