მედია: ტრამპის სპეცწარმომადგენელი ღაზაში ჩავიდა

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი ღაზის სექტორში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ნახოს, თუ როგორ ხდება ჰუმანიტარული დახმარების დარიგება. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

კერძოდ, როგორც მედია იუწყება, უიტკოფმა რაფაჰის ჰუმანიტარული დახმარების გამანაწილებელი ცენტრი მოინახულა. უიტკოფი და აშშ-ის ელჩი ისრაელში, მაიკ ჰაკაბი აგრეთვე სხვა ობიექტებს ათვალიერებენ, რომელიც ღაზის ჰუმანიტარული დახმარების ფონდ ეკუთვნის, რომელსაც ისრაელი და აშშ უჭერენ მხარს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ამერიკელი ჩინოვნიკი დახმარების გამანაწილებელ მოქმედ პუნქტებს დაათვალიერებს, რათა უფრო მეტი სურსათის მიწოდების გეგმა შეიმუშაოს. გარდა ამისა, ისინი ღაზის სექტორის მცხოვრებლებსაც შეხვდებიან და გაესაუბრებიან, რათა გაერკვნენ, თუ რა საშინელი ვითარებაა შექმნილი ღაზაში.