ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მსოფლიოში კონფლიქტების შეჩერებისა და მშვიდობის დამყარებისთვის ნობელის პრემიას არ მისცემენ. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპმა განახადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკ რუბიოსთან ერთად მიაღწია შესანიშნავს შეთანხმებას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის სისხლისღვრის დასასრულებლად, რომელიც ათეულობით წელია, გრძელდება.
„რუანდის და კონგოს წარმომადგენლები ვაშინგტონში ორშაბათს იქნებიან დოკუმენტებზე ხელმოსაწერად. ეს არის დიდი დღე აფრიკისთვის და, გულწრფელად გითხრათ, დიდი დღე მთელი მსოფლიოსთვის! მე არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას ამისთვის, მე არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის შეჩერებისთვის, მე არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას სერბეთსა და კოსოვოს შორის ომის შეჩერებისთვის, არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის მშვიდობის შენარჩუნებისთვის; არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას ახლო აღმოსავლეთში აბრაამის შეთანხმებისთვის, რომელიც, ყველაფერი თუ კარგად წარიმართება, ბოლომდე გაივსება დამატებითი ქვეყნების ხელმოწერებით და პირველად საუკუნეების განმავლობაში გააერთიანებს ახლო აღმოსავლეთს! არა, მე არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას, განურჩევლად იმისა, რას ვაკეთებ, მათ შორის რუსეთ-უკრაინასა და ისრაელ-ირანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რა შედეგები იქნება, თუმცა ხალხმა იცის და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“, – წერს ტრამპი.
ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634