რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად დაიწყო. ტრამპის მტკიცებით, ირანმა უკვე შექმნა რაკეტები, რომლებსაც ევროპასა და ამერიკულ ბაზებზე დარტყმის შესაძლებლობა აქვთ, უახლოეს მომავალში კი შტატების ტერიტორიაზე დარტყმასაც შეძლებენ.
თავის გამოსვლაში ტრამპს ომის მიზნებს შორის ირანის მმართველი რეჟიმის შეცვლა არ უხსენებია.
სხვადასხვა ამერიკულ გამოცემასთან ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ირანზე სერიოზული დარტყმები ჯერ არ მიუყენებია და თავდასხმების დიდი ტალღა დააანონსა. მან ასევე არ გამორიცხა, საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ოპერაციისთვის ირანში ამერიკული ჯარების გაგზავნა.
"ჩვენი მიზნები მკაფიოა. პირველი – ჩვენ ვანადგურებთ ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს; მეორე – მათ ფლოტს. უკვე გავანადგურეთ ათი ხომალდი, ისინი ზღვის ფსკერზეა; მესამე – ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიო ნომერ პირველმა ტერორიზმის სპონსორმა არასდროს მოიპოვოს ბირთვული იარაღი. მე ეს თავიდანვე ვთქვი.
მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. ისინი მისი კანონიერად მოპოვების გზაზე იყვნენ, ჩვენი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი სულელური შეთანხმებით; და ბოლოს, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ირანის რეჟიმმა ვერ შეძლოს ტერორისტული არმიების დაფინანსება და ხელმძღვანელობა მათ საზღვრებს გარეთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.