მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა: 2 გარდაცვლილი, 26 დაშავებული, 20 დამწვარი მანქანა

იაპონია

იაპონიაში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩქაროსნულ მარშრუტზე Kan‑Etsu Expressway, გუმას პრეფექტურაში, სადაც ერთმანეთს შეეჯახა 67‑ზე მეტი ავტომობილი, რა დროსაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, 26 კი დაშავდა.  

პოლიციის ინფორმაციით, ერთი სატვირთო მეორე სატვირთოს შეეჯახა, რამაც შემდეგ  ჯაჭვური შეჯახება გამოიწვია და  მანქანები ერთმანეთს მოყოლილი შეეჯახნენ. მოყინულმა და თოვლიანი გზამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. 

ავარიის შემდეგ ერთ-ერთ ადგილზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რომელიც გავრცელდა დაახლოებით 20 ავტომობილზე. ხანძრის ჩაქრობას დაახლოებით 7 საათი დასჭირდა.