ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
უკრაინაში ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტად რჩება, - აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განიხილა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის განმტკიცების და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების არდაშვების საკითხები. რუსულ-უკრაინულ ომზე საუბრისას სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად მოლაპარაკებების გზით მისი დასრულება რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.