მარკო რუბიო უნგრეთში ჩავიდა

მარკო რუბიო

სლოვაკეთში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უნგრეთში ჩავიდა.

მარკო რუბიო ბუდაპეშტში კვირას საღამოს ჩაფრინდა, დღეს კი, რუბიო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება.

ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბუდაპეშტის აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით – „სახელმწიფო მდივანო, კეთილი იყოს თქვენი ბუდაპეშტში მობრძანება“.

ამასთან, ბუდაპეშტში აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კეროლაინ სევაჯი რუბიოს ვიზიტს აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობებისთვის „ისტორიულს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მხარეები ენერგეტიკულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას განიხილავენ.