17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
შეერთებულ შტატებს არ სურს ევროპა მისი ვასალი იყოს, - განაცხადა მარკო რუბიომ სლოვაკეთში, რობერტ ფიცოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე. სახელმწიფო მდივანმა ევროპას მიმართა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიზანი არა ნატოს მიტოვება, არამედ ძლიერი მოკავშირეების ყოლაა.
„არ გვინდა, რომ ჩვენზე იყოთ დამოკიდებული. არ გთხოვთ, აშშ-ის ვასალი გახდეთ. ჩვენ თქვენი პარტნიორობა გვსურს. ნებისმიერი მთავრობისთვის საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაცვის უნარზე უფრო მნიშვნელოვანი ვალდებულება არ არსებობს. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს ნატოში ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობების მნიშვნელობას. ყოველთვის, როცა ამას ვამბობთ, ადამიანები პანიკაში ვარდებიან. ფიქრობენ, რომ ეს ნიშნავს, თითქოს ნატოს ან ჩვენს მოკავშირეებს მივატოვებთ. ჩვენი შეხედულებით კი, რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ ერთად“, - განაცხადა რუბიომ.