„ფირის გამჟღავნების შემდეგ, კადრში უცნობი ფიგურა გამოჩნდა…“ - სოლვეი ფერტის იდუმალებით მოცული საქმე
1786567803
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ე.წ. სამშობიარო ტურიზმთან ბრძოლის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა იმისთვის, რომ შეამოწმოს ვიზის მფლობელთა საქმიანობა და დაშალოს უკანონო „სამშობიარო ტურიზმის“ ქსელები.
„ამერიკის მოქალაქეობა არ იყიდება. თუმცა კარგად ორგანიზებული „სამშობიარო ტურიზმის“ ქსელები სარგებელს იღებენ ამერიკის კანონების ბოროტად გამოყენებით. უცხოელებს აშშ-ის სავიზო სისტემის მოტყუებას ასწავლიან, ორგანიზებას უწევენ მათ მგზავრობასა და საცხოვრებელს, დოკუმენტებსაც კი აყალბებენ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შვილებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მოპოვება შეძლონ. სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნა „სამშობიარო ტურიზმის პრევენციის სამუშაო ჯგუფი“, რათა შეამოწმოს ვიზის მფლობელთა საქმიანობა, დაშალოს უკანონო ქსელები და ბოლო მოუღოს ჩვენი ქვეყნის კანონების ამ სასტიკ ბოროტად გამოყენებას“, – წერს მარკო რუბიო სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მხოლოდ ერთ თვეში სამუშაო ჯგუფმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის 600-ზე მეტი ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
„სამშობიარო ტურიზმი“ გულისხმობს პრაქტიკას, როდესაც ორსული ქალები აშშ-ში მშობიარობის მიზნით მიემგზავრებიან, რათა მათმა შვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღოს.