1757870206
მარინ ლე პენი ემანუელ მაკრონის პარლამენტის დათხოვნისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მემარჯვენე ფრაქციის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლეპენი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარლამენტის დათხოვნისკენ მოუწოდებს. ლე პენმა ქალაქ ბორდოში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ საფრანგეთში დღეს არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
მისი თქმით, პრეზიდენტს და მის მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს ხალხი არ ენდობა, რადგან მაკრონის ხელისუფლებამ ყველა ინსტიტუტი ჩამოშალა და ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა.
ლე პენი ქვეყნის გადასარჩენად ემანუელ მაკრონის გადადგომასაც ითხოვს.