მამაკაცმა ვირების მოვლის გამო აღმასრულებელი დირექტორის პოსტი მიატოვა (უცხოეთი)

ვირი

აშშ-ის მცხოვრებმა რონ კინგმა გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება ვირებს მიუძღვნას, ეს ყველაფერი კი ერთი ვიდეოს გამო დაიწყო. იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა წარმატებული კარიერა ცხოველების გამო, რონ კინგმა გამოცემა People-თან ისაუბრა.

წარსულში კინგი იყო მსხვილი საგამომცემლო კორპორაცია Time Inc.-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, სადაც სხვადასხვა ჟურნალის ბრენდების ბიზნესოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ერთხელ TikTok-ზე გადააწყდა ვიდეოს ვირებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ, და ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანა. კინგმა სამსახური დატოვა და გადაწყვიტა ვირების გადარჩენა, რეაბილიტაცია და ახალი ოჯახებისთვის გადაცემა.

მისი თქმით, ვირები დედამიწაზე საუკეთესო არსებები არიან. „ვირები ემოციურები, ჭკვიანები, ცნობისმოყვარეები და ძალიან სასაცილოები არიან!“ - ამბობს კინგი.