1760793040
ლუვრი ძარცვის გამო დაიხურა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი, პარიზის ლუვრი ქურდობის გამო დაიხურა. ინფორმაციას საფრანგეთის კულტურის მინისტრი რაჩიდა დატი ავრცელებს.
მინისტრს არ დაუზუსტებია რა მოიპარეს მუზეუმიდან, თუმცა ცნობილია, რომ ინციდენტი დღეს დილით, მუზეუმის გახსნის შემდეგ მოხდა. პოლიცია ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.
ლუვრი დღის ბოლომდე დახურული დარჩება.