ლუკაშენკომ ბელარუსის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 16 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან ექსტრემიზმისთვის გასამართლებული პირები

ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის დღის წინ 16 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები არიან, მათ შორის ექსტრემისტული მიმართულების. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეწყალებულთა შორის რვა ქალი და რვა კაცია. მათგან სამი 50 წელს გადაცილებულია, ორს აქვს ქრონიკული დაავადება, ერთი კი შშმ პირია. ცხრა შეწყალებულ მსჯავრდებულს არასრულწლოვანი შვილები ჰყავს.

ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „ყველა მათგანმა ჩადენილი დანაშაული მოინანია და პირობა დადეს, რომ კანონს აღარ დაარღვევენ“.