ლონდონში ტელეკომპანია Iran International-ის ჟურნალისტი დაჭრეს

ირანელი ჟურნალისტი

ლონდონში ბაზირებული ტელეკომპანია Iran International-ის ჟურნალისტს, პურია ზერაატის დაესხნენ თავს და ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

36 წლის ზერაატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიებას კონტრტერორიზმის სამსახური აწარმოებს. საქმეზე ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული.

Iran International-ი დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც ფართოდ აშუქებდა 2022 წელს ირანში მიმდინარე ანტისახელისუფლებო გამოსვლებს. ამის შემდეგ ირანის დაზვერვის მინისტრმა ისმაილ ხატიბმა განაცხადა, რომ Iran International-ი ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.