LIVE: სასტიკი მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ერთი ბრალდება მოეხსნა - სკანდალური სასამართლო პროცესი განახლდა

სალტა

გახმაურებული პროცესი ასტანაში გრძელდება. საქმე ეხება 31 წლის ქალის სასტიკ მკვლელობას. მკვლელობაში ბრალდებულია ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში არ აღიარებს.

31 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია რესტორნის დირექტორი ბაიჯანოვი, სადაც მკვლელობა მოხდა. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. 

საქმის არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია და დღეს იწყება ადვოკატთა პაექრობა, რომლის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ სასჯელს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ, ბრალდების წარდგინების საფუძველზე, მეორე ბრალდებულს, ბაიჯანოვს ერთი ბრალდება ( განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობა) მოუხსნა.

 

ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება .