როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ - ექსპერტების რჩევები
1767901532
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის რობერტას კაუნასის განცხადებით, თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარება, ოფიციალურ ვილნიუსს კიევის დასახმარებლად რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნა შეეძლება. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
„ზუსტ დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ასეთ დისკუსიას ვაწარმოებთ. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩვენს წვლილს უსაფრთხოების გარანტიებში... მშვიდობის შემთხვევაში, ჩვენ რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას შევძლებდით“, - განუცხადა კაუნასმა ჟურნალისტებს.
ამასთან ერთად კაუნასს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საშუალებებით შეძლებს ლიეტუვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების დამატებით უზრუნველყოფას.
„არ მინდა, რამეზე ყურადღების გამახვილება, რათა მოგვიანებით ეს ტყუილს არ დაემსგავსოს. თავადაც ხედავთ, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, როგორ იცვლება ის სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთო მიზნის შეთანხმება, რომ ლიეტუვა, ევროპა და ამერიკა, უკრაინასთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობენ მშვიდობის მისაღწევად და უზრუნველსაყოფად“, – დასძინა მან.