ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ბეირუთზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა

ლიბანი

ისრაელის მიერ ბეირუთზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 24 კი  დაშავდა, – ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ბეირუთის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. იერიში მიიტანეს ბეირუთის ცენტრალურ უბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, რომელიც მთავრობის შტაბ-ბინასთან და რამდენიმე საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.

ცნობისთვის, ლიბანში კონფლიქტის დაწყებიდან 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 110-ზე მეტი ბავშვი.