1773951610
მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ავრცელებს.
„ოჯახი, მწუხარებით ვიუწყებით ჩვენი საყვარელი ჩაკ ნორისის მოულოდნელ გარდაცვალებას. მიუხედავად იმისა, რომ გვსურს მისი გარდაცვალების გარემოებები კონფიდენციალურად შევინახოთ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ის ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფებოდა და მშვიდად გარდაიცვალა“, - ნათქვამია ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.










