ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

valentino garavani

ლეგენდარული მოდის დიზაინერი და Valentino-ს მოდის სახლის დამფუძნებელი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისმა ფონდმა, ორშაბათს, ინსტაგრამზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ის იტალიის დედაქალაქ რომში, საკუთარ საცხოვრებელში გარდაიცვალა, „საყვარელი ადამიანების გარემოცვაში“.