რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ.
„ჩვენ მოლაპარაკებებზე უარს არ ვიტყვით, როდესაც ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც დიალოგს გვთავაზობენ, ამას პრობლემის გადაჭრის განზრახვით აკეთებენ და არა ულტიმატუმების წაყენებით“, - აღნიშნა ლავროვმა.
ამასთანავე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციების დაწესება ნაკლებად შეესაბამება იმ განწყობებსა და სიგნალებს, რომლებსაც ამერიკული მხარე უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში გადასცემს.