კვლევის მიხედვით, საფრანგეთში მიმდინარე აქციების ფონზე მარინ ლე პენის რეიტინგი იზრდება

მარინ ლე პენი

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი პირველ ტურში ხმების 34-38% მიიღებდა. ამის შესახებ ინფორმაციას Ifop Group-ი ავრცელებს.

გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენი 18-22%-ით უსწრებს იმ კანდიდატს, რომელიც მეორე ადგილზე გავა, ხოლო როგორც სტატიაშია აღნიშნული, მეორე, მესამე და მეოთხე კანდიდატებს შორის სხვაობა მცირეა.

გამოკითხვის მიხედვით, მეორე ადგილზე 20%-მდე ხმებით ჟან-ლუკ მელანშონი გადის, თუმცა მესამე კანდიდატთან სხვაობა მცირეა, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ კანდიდატებში მოიაზრებიან: გაბრიელ ატალი, რაფაელ გლუქსმანი და ედუარ ფილიპი.

რაც შეეხება მეორე ტურს, კვლევის მიხედვით, მარინ ლე პენისთვის ყველაზე კონკურენტულ კანდიდატად ედუარ ფილიპი მოიაზრება, მათი ხმები 44%-56%-ზე გაიყოფოდა. ლე პენს ყველაზე დიდი სხვაობა კი ჟან-ლუკ მელანშონთან აქვს 32%-68%.

ცნობისთვის, კვლევა 17-19 ოქტომბერს, საფრანგეთში მიმდინარე აქციების პარალელურად მიმდინარეობდა.

✕