1773348202
კუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანამ აშშ-ის მთავრობასთან ნავთობის ბლოკადაზე მოლაპარაკებები დაიწყო
კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი აცხადებს, რომ ქვეყანამ აშშ-ის მთავრობასთან ნავთობის ბლოკადის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.
მიგელ დიას-კანელი იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები ორ დიდი ხნის მეტოქეს კონფრონტაციისგან დააშორებს.
„ეს მოლაპარაკებები მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი უთანხმოების გადაჭრის გზების დიალოგის გზით პოვნას“, – განაცხადა კუბის პრეზიდენტმა.
ამასთან, მიგელ დიას-კანელის თქმით, კუბა დაინტერესებულია მოლაპარაკებების წარმართვით „ორივე სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემების თანასწორობისა და პატივისცემის, ასევე ორი ქვეყნის მთავრობების სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის საფუძველზე“.
უბის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობის ბლოკადა თავის კვალს ტოვებს. მისივე თქმით, კუბაში საწვავი სამი თვის განმავლობაში არ შესულა, რამაც კუბის ელექტროქსელი სულ უფრო „არასტაბილური“ გახადა.











