მამა-შვილს მანქანით გადაუარეს - სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც
1767716517
კუბის მთავრობის განცხადებით, ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს კუბის 32 მოქალაქე დაიღუპა. კუბაში დაღუპულთა პატივსაცემად 5 და 6 იანვარს გლოვა გამოცხადდა.
„პატივი და დიდება გმირ კუბელ მებრძოლებს, რომლებიც დაიღუპნენ იმპერიული ფორმის ტერორისტებთან ბრძოლაში. მათ გაიტაცეს ვენესუელის პრეზიდენტი და მისი მეუღლე, რომელთა სიცოცხლის დაცვაშიც ჩვენ ვეხმარებოდით მოძმე ქვეყნის თხოვნით“,” – წერს კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი სოციალურ ქსელში.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც დაადასტურა, რომ ოპერაციის დროს ბევრი კუბელი დაიღუპა.
„იცით, ბევრი კუბელი მოკლეს გუშინ. მცველები. ბევრი დაღუპული იყო მეორე მხარეს. ჩვენს მხარეს დაღუპული არ ყოფილა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, კუბელი მაღალჩინოსნები მადუროსთან ერთად იმყოფებოდნენ ვენესუელაში მისი დაკავებამდე.
„სწორედ კუბელები იცავდნენ მადუროს. მას არ იცავდნენ ვენესუელელი მცველები, არამედ კუბელები“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.