კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ანა პაულინა ლუნა

აშშ-ის კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, სადაც დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ლუნამ თავის პოსტში.