ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი
1746884367
ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ ლიდერთან კონტაქტისთვის, ის ღიაა დიალოგისთვის ნებისმიერ ლიდერთან იმ დონემდე, რამდენადაც თავად ლიდერები მზად არიან - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი და ევროპელი ლიდერების დღევანდელ მოთხოვნას ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტასთან დაკავშირებით, კონფრონტაციულს უწოდებს:
"ჩვენ ევროპიდან ბევრ წინააღმდეგობრივ განცხადებას ვისმენთ. ზოგადად, ისინი უფრო კონფრონტაციული ხასიათისაა, ვიდრე ჩვენი ურთიერთობების განვითარების მცდელობა“, - თქვა პესკოვმა.
შევთანხმდით, რომ 30-დღიანი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, 12 მაისს უნდა ამოქმედდეს; რუსეთისგან მოვითხოვთ დათანხმდეს - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა "მსურველთა კოალიციის" შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კიევში დღეს უკრაინის მოკავშირე ქვეყნების ოთხი ლიდერი ჩავიდა - დიდი ბრიტანეთის პრემიერი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი და პოლონეთის პრემიერი. მათ უკრაინის დედაქალაქიდან ერთობლივი საუბარი გამართეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთანაც.
როგორც ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა აღნიშნა, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, აშშ და ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუზრდიან.