1792094214
კირილ დმიტრიევი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე უარის თქმის ვარიანტებს ეძებს
აშშ აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც იძულებულია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების გზები ეძებოს, - ამის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებთან ინვესტიციურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და „რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
„პირველ რიგში, ამერიკელებს სულ უფრო მეტად ესმით, რომ სანქციები თავად აშშ-ს აზიანებს. მეორეც, მათ თავად ჩაიგდეს თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ახლა ცდილობენ იპოვონ ვარიანტები, თუ როგორ მოხსნან ისინი“, - განაცხადა მან.
დმიტრიევის თქმით, ამერიკული მხარე შეუჩერებლად მუშაობს საკუთარი სანქციების გაუქმების მიმართულებით.









