კირ სტარმერი: მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და ეს კრიზისი დიპლომატიური გზით დაასრულოს

კირ სტარმერი:

 აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა და შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა ნაბიჯები ამ საფრთხის შესამსუბუქებლად.

მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში კვლავაც მერყევია და რეგიონის სტაბილურობა პრიორიტეტია. მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და ეს კრიზისი დიპლომატიური გზით დაასრულოს“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA ) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის