1748980445
კიევიდან წასული დელეგაციის წევრები თურქეთში უკვე ჩავიდნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევიდან წასული დელეგაციის წევრები თურქეთში უკვე ჩავიდნენ. ისინი დღეს რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ.
შეგახსენებთ, პირველ ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. წინა დელეგაციის მსგავსად, მას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო ახალი სიიდან ამოიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო და ოპერატიული სამართლის დეპარტამენტის უფროსი ალექსეი მალოვაცკი. დელეგაციას დაემატნენ ანდრეი ფომინი, ევგენი ოსტრიანსკი და იური კოვბასა.
მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ 2 ივნისს, სტამბოლში მოსკოვი „მემორანდუმს“ წარადგენს, რომელშიც შეთავაზებული იქნება ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების გზები. კიევში კი ამბობენ, რომ შედეგის მისაღწევად, ისინი წინასწარ უნდა გასცნობოდნენ რუსულ „მემორანდუმს“.