აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1701931827
ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 11:00 საათის შემდეგ მთელ საბერძნეთში საგანგაშო (ომის) სირენები ჩაირთვება. აღნიშნულმა დიდი ინტერესი და აფორიაქება გამოიწვია საზოგადოებაში, ვინაიდან ნაწილმა იფიქრა, რომ ამის საფუძველი არსებობს.
რეალურად, საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს წვრთნას, ΠΑΡΜΕΝΙΩΝ-25, რომლის ფარგლებშიც სატესტო რეჟიმში ჩაირთვება საომარი სირენები.
მათ ხმას მთელი ქვეყნის მასშტაბით 11:00 საათის შემდეგ გავიგებთ და პირველი იქნება საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სიგნალი, რომელსაც ექნება 60 წამიანი ხანგრძლივობა.
როგორც ირკვევა, სიგნალებს გავიგებთ რამდენჯერმე და მათ ექნებათ სხვადასხვა სახე, თავისი დანიშნულების მიხედვით, ხოლო პარალელურად, დარეკავენ ეკლესიის ზარებსაც.
თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სირენების ჩართვას აქვს მხოლოდ და მხოლოდ საცდელი დანიშნულება და არ არსებობს შფოთვის საფუძველი.
ასევე ნახეთ:
„ამას არ ველოდი“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივის დროს, რომელსაც სალომე უშხვანიც ესწრებოდა
VIDEO: „გულო, დაკავებულო...“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
რას წერს გიორგი კეკელიძე ფოტოზე, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა
აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1701931827