ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს

ტაქსი

ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს გაუხსნეს ცეცხლი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაღუპული ტაქსის მძღოლია. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.