ხანძრის დროს ცნობილი მარშალის 11 წლის შვილიშვილი დაიწვა

ხანძარი

მიტიშჩის რაიონის სოფელ ტრუდოვაიაში  თერთმეტი წლის მოზარდი ხანძრის შედეგად დაიღუპა. ტრაგედია 21 იანვარს, დაახლოებით შუაღამისას მოხდა.

ცნობილია, რომ ამ დროს ბავშვი თოთხმეტი წლის დასთან ერთად იმყოფებოდა. ერთ ეზოში საბჭოთა კავშირის მარშალის, ვასილი სოკოლოვსკის ნათესავების რამდენიმე თაობა ცხოვრობს. უფროსები აგურის სახლში იყვნენ, ბავშვებს კი მარტო ეძინათ ხის სახლში - ის ბუხრით თბებოდა.
ხანძრის დროს გოგონა ფანჯრიდან გადახტა, ძმა კი გარდაიცვალა. 77 წლის ბაბუა ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ მამაკაცმა კვამლი შეისუნთქა და რეანიმაციაში გადაიყვანეს. ხანძრის ფართობი 200 კვადრატული მეტრი იყო, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ბუხრის გაუმართაობა ყოფილიყო. მეზობლების თქმით, სახლი მალევე ცეცხლმა მოიცვა.
"სოფლის ყველა მცხოვრები მაშინვე გაიქცა ხანძრის ადგილზე. სახლი მთლიანად დაიწვა, მხოლოდ ბუხარი იყო გადარჩენილი - ეს საშინელი სანახაობა იყო", - იტყობინება თვითმხილველი.

ვასილი სოკოლოვსკი (1897–1968) - სსრკ მარშალი, საბჭოთა კავშირის გმირი. 1945 წლის მაისში საბჭოთა მხრიდან ნაცისტური გერმანიის უპირობო გადაცემის ხელმოწერის მონაწილე.

ასევე ნახეთ:

3 თვის ბავშვი მაღაზიაში დატოვეს და გაიქცნენ - რა მოხდა Walmart-ში (აშშ)

ავარია ოზურგეთში - არის მსხვერპლი

„მშიერი ვიჯდები, მარტო პურზე ვიქნები და დედას ფულზე არ დავურეკავ...“ - რას ამბობს თამაზა