ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - რას ამბობს მოძღვარი
1757275287
ესპანეთში ტყის მასშტაბური ხანძარი მადრიდს მიუახლოვდა, მეხანძრეები დედაქალაქიდან 23 კილომეტრის დაშორებით მდებარე მუნიციპალიტეტში ცეცხლის კერების ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. მათ 1000-მდე სამხედრო ეხმარება. ამ ეტაპზე მათ ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.
ხანძარს 1 კაცი ემსხვერპლა, რომელიც თავლაში მუშაობდა.
ხანძრის გამო ლიონის რეგიონიდან ევაკუირებულია 2000 მოსახლე.
ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ხანძარს ებრძვიან პორტუგალიაშიც. ტრანკოსოს რეგიონში გავრცელებული ცეცხლის ჩაქრობას 700 მეხანძრე ცდილობს.