„კაცებიც მომწონს, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულები!" - 100 წლის ქალი, რომელიც დღემდე სპორტდარბაზში ვარჯიშობს კვების რაციონს და დღეგრძელობის საიდუმლოს ამხელს

100 წლის ქალი

ამერიკელი მერი კორონეოსი, რომელსაც 2025 წლის ივნისში 100 წელი შეუსრულდა, ფიქრობს, რომ მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო არის ფიზიკური აქტიურობა, მჭიდრო სოციალური კავშირები და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უნარი. ამის შესახებ წერს Business Insider.

მერის  დღე ძალიან დატვირთულია: ლანჩამდე მერი ასწრებს წაიკითხოს ორი გაზეთი, სპორტდარბაზში ივარჯიშოს და პლაჟზე გაისეირნოს. თავის იუბილე ქალბატონმა ხმაურიან წვეულებაზე აღნიშნა ნორვოლკში (კონეკტიკუტი), სადაც 65 წლის ქალიშვილთან, აფინასთან ერთად ცხოვრობს.

ბავშვობა და ახალგაზრდობა
მერი გაიზარდა მეშახტეების ქალაქში, პენსილვანიაში. ოჯახს ბევრი ფული არ ჰქონდა, მაგრამ ბავშვები დედას სახლში ეხმარებოდნენ, სანამ მამა შახტაში მუშაობდა. 

სკოლაში იგი თამაშობდა კალათბურთსა და ხელბურთს და წარმატებით სწავლობდა — კოლეჯი 21 წლის ასაკში დაამთავრა და მოგვიანებით მაგისტრის ხარისხიც მიიღო განათლების მიმართულებით ტემპლის უნივერსიტეტში. 

კარიერა 
მერი მუშაობდა სრულ განაკვეთზე მასწავლებლად 70 წლამდე და შემდეგაც აქტიურად აგრძელებდა საქმიანობას.

მისი ქალიშვილი აფინა ამბობს: "სწავლება და მუდმივი კონკურენციის გრძნობა სიცოცხლის ძალას აძლევდა. ამაში არის რაღაც, რაც ადამიანს ახალგაზრდულად გრძნობინებს თავს."
 ფიზიკური ვარჯიში
100 წლის მერი დღემდე რეგულარულად დადის დარბაზში. მისი ვარჯიში მოიცავს:

ძალოვან წვრთნებს მსუბუქი ჰანტელებითა და რეზინებით
ველოტრენაჟორს
ინტერვალური წვრთნების ელემენტებს
შესვენება ვარჯიშებში მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა ზაფხულში დაეცა და ორი ძვალი მოიტეხა — სამ კვირაში დარბაზში დაბრუნდა. 

რაციონი
მერი ამბობს: არც ვსვამ ალკოჰოლს და არც ვჭამ ზედმეტად.
დღიური მენიუ:
საუზმე: 2 კვერცხი კარაქით, ჩაი თაფლით
სადილი: ქათმის ბოსტნეულის სუპი
ვახშამი: „რაც აფინას მოესურვება“
დესერტიც უყვარს (განსაკუთრებით ნაყინი), მაგრამ ზომიერად იღებს.
 გონების ვარჯიში
მერი კითხულობს სიახლეებს და ცდილობს ყოველთვის რაღაც ახალი ისწავლოს. 
 
კომუნიკაცია და საზოგადოებრივი ცხოვრება
დარბაზში სიარულის ერთ-ერთი მოტივაცია სწორედ ადამიანებთან ურთიერთობაა. მერი ამბობს, რომ სიამოვნებით ეკონტაქტება ხალხს და ხუმრობს: „კაცებიც მომწონს — განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულები!"
 
რწმენა და ღირებულებებიმერისთვის რწმენა მნიშვნელოვანია: „ვიცი, რომ ზემოთ ვიღაც არის და როცა ამას ვიხსენებ, უფრო კარგად ვიქცევი."