1748324677
„კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველომ შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და გამჭვირვალობით მსოფლიოში 12-ე ადგილზე დაწინაურდა

„კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 61% მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
„კარგი მთავრობის ინდექსი“ მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება 7 ფაქტორში: ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, ძლიერი კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.
საქართველოს მთავრობამ მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში:
გამჭვირვალობა - 12-ე ადგილი
ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა - 32-ე ადგილი
გრძელვადიანი ხედვა - 16-ე ადგილი
ადაპტაციის უნარი - 11-ე ადგილი
კოორდინაცია - 24-ე ადგილი
სასამართლო სისტემის ხარისხი - 27-ე ადგილი
ბიუროკრატიის ხარისხი - 25-ე ადგილი
სტაბილური ბიზნეს რეგულაციები - 15-ე ადგილი
ინვესტიციების მოზიდვა - 4-ე ადგილი
კარგი მთავრობის ინდექსს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, ჩანდლერის ინსტიტუტი აწარმოებს და მას ყოველწლიურად ევროკომისია აქვეყნებს მშვიდობისა და სამართლიანობის ძლიერი ინსტიტუტების საერთაშორისო შეფასებების კონტექსტში.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.