ტემპერატურა -15° გრადუსამდე დაეცემა! - მომდევნო დღეების ამინდია პროგნოზი
1767468777
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ვენესულის დედაქალაქში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა.
კარაკასის რამდენიმე ზონა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მათ შორის არის ქალაქის სამხრეთი ნაწილი, სადაც დიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ვენესუელაში ნარკოტიკებით ვაჭრობის სავარაუდო ქსელების წინააღმდეგ ახალი ზომების მისაღებად ემზადება და რომ ხმელეთზე დარტყმები "მალე" დაიწყებოდა.
2 იანვარს ვენესუელამ განაცხადა, რომ მზადაა შეერთებულ შტატებთან ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების მოსამზადებლად.