კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ევროპული გზა ავტომატურად იქნება - მარტა კოსი

მარტა კოსი

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, საქართველოს მთავრობა ბოლო დროს მიღებული კანონების გამო გააკრიტიკა. კოსმა თქვა, რომ კანდიდატი ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდის, ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობაზე და მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით ჩართულობის გამო ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს.

"მადლობა რასა იუკნევიჩიენეს ჩართულობისთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველო არის შეხსენება იმისა, თუ როგორ შეიძლება ევროპული გზიდან უკუსვლა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არ ნიშნავს, რომ ევროპული გზა ავტომატურად იქნება. მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობებს აწყობს, ხელისუფლება საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. საქართველოს უცხოური რეგისტრაციის შესახებ აქტი, ბოლო დროს მიღებულ კანონებთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის აღმნიშვნელია. პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას. განვიხილავთ საქართველოს ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას თუ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს, დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად. ასეთ დროს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ხალხს," - აცხადებს მარტა კოსი.