1761851455
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი - წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის ეპოქა დასრულდა
 
                                                                კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის ეპოქა დასრულდა.
ამის შესახებ მარკ კარნიმ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, 1989 წელს, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, გლობალური ეკონომკა ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ცვლილებას განიცდიდის.
„ის ძველი სამყარო დასრულდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა აღორძინდა. დასრულდა წესებზე დაფუძნებული, ლიბერალიზებული ვაჭრობისა და ინვესტიციების სტაბილური გაფართოების ძველი სამყარო, რომელშიც ჩვენი ერების დიდი ნაწილი, მათ შორის კანადა აღორძინდა“, – თქვა კარნიმ.
 
                                                     
                                                     
                                                    











