1746733863
კანადა ზედმეტად დიდხანს იყო დამოკიდებული აშშ-ზე და სურს, გააღრმაოს ურთიერთობები გაერთიანებულ სამეფოსთან, ევროკავშირთან - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

კანადა ზედმეტად დიდხანს იყო დამოკიდებული აშშ-ზე და სურს, გააღრმაოს ურთიერთობები გაერთიანებულ სამეფოსთან და ევროკავშირთან, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.
„ჩვენ ვართ ყველაზე ევროპული არაევროპულ ქვეყნებს შორის, ამიტომაც გვსურს ევროპასთან დაახლოება“, – განაცხადა ჯოლიმ.
მისი თქმით, აშშ-კანადის ურთიერთობები დაძაბული იყო ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ტრამპმა კანადის ავტომობილების, ალუმინისა და ფოლადის ინდუსტრიაზე ტარიფები დააწესა, თუმცა ტრამპისა და კარნის შეხვედრა, როგორც ჩანს, კარგად წარიმართა, რადგან ორივემ თანხმობა გამოთქვა აშშ-კანადის ურთიერთობების „ახალ დასაწყისზე“.
„მგონი, კარგად დავიწყეთ, თუმცა ვიცით, რომ თეთრი სახლიდან ბევრი არაპროგნოზირებადი რამ მოდის და გვესმის, რომ მზად უნდა ვიყოთ და სიმტკიცე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ჯოლიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტარიფებმა კანადაში ფართო შეშფოთება გამოიწვია.
„ზოგიერთმა სამსახური დაკარგა და ბევრი ოჯახი დაზარალდა. ჩემი და პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, დავიცვათ ისინი“, – აღნიშნა ჯოლიმ.