კალასი: ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს ატარებდა

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა „სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს“ ატარებდა. მან ეს მას შემდეგ აღნიშნა, რაც გერმანიამ მომხდარში ბრალი რუსეთს დააკისრა.

ირლანდიის ქალაქ უიკლოუში ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე გამოსვლისას, კალასმა განაცხადა, რომ გერმანიის მხრიდან ბრალდება „ძალიან მკაფიო სიგნალს“ გზავნის. მან განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მზაობა, მტკიცედ დამდგარიყვნენ ბერლინის გვერდით.

„რუსეთის ელჩი ჩვენც დავიბარეთ და ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამაც“, - აღნიშნა მან. - „იმასაც განვიხილავთ, თუ რა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია“.