კაია კალასი: უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო 24 საათის განმავლობაში იქნება მიღებული

კაია კალასი

უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო 24 საათის განმავლობაში იქნება მიღებული, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

„უნგრეთის არჩევნების შემდეგ ახალი იმპულსი გაჩნდა და მე ველოდები დადებით გადაწყვეტილებას 90-მილიარდიან სესხთან დაკავშირებით მომდევნო 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა კალასმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ასევე მოუწოდეს სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით სწრაფი წინსვლისკენ“.

„ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის ყველაფერი იმის მიწოდება, რაც მას სჭირდება თავდაცვის შესანარჩუნებლად, სანამ პუტინი არ მიხვდება, რომ ამ ომს არსად მივყავართ“, - ხაზგასმით აღნიშნა უმაღლესმა წარმომადგენელმა.