კაია კალასი: საუბრები ამერიკული ძალების გასვლის შესახებ ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ დრო, როდესაც ამის შესახებ გამოცხადდა, ჩვენთვის სიურპრიზი გახდა

კაია კალასი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაი კალასი აცხადებს, რომ გაოცებული დარჩა, თუ რომელი დრო შეარჩია ტრამპმა ევროპიდან ამერიკული ძალების გაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.

ამის შესახებ კალასმა ერევანში, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე განაცხადა.

„საუბრები ამერიკული ძალების გასვლის შესახებ ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ დრო, როდესაც ამის შესახებ გამოცხადდა, ჩვენთვის სიურპრიზი გახდა“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ აუცილებელია მუშაობა ნატო-ში ევროპული კომპონენტის განმტკიცებაზე.

„ჩვენ ნამდვილად უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამერიკული ძალები ევროპაში მხოლოდ ევროპული ინტერესებისთვის არ იმყოფებიან, არამედ ამერიკული ინტერესებისთისაც“, – განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს გერმანიიდან 5 000 სამხედრო გაჰყავს.