ჯორჯო არმანის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა

არმანი

ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა მილანში, საკუთარი ოჯახის წევრების გარემოცვაში.

ოფიციალურად, მისი ოჯახისა და მოდის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არმანი გარდაიცვალა ასაკთან დაკავშირებული დაავადებით.

არმანი არასდროს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია. მისი ცხოვრების მთავარი საყრდენი და ბიზნესს პარტნიორი სერჯიო გალეოტი იყო, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა.

ეს ტრაგედია დიზაინერისთვის უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა, თუმცა მან საკუთარი საქმე წინ წასწია და მთლიანად მოდას მიუძღვნა ცხოვრება.

უცნობი ფაქტები

• არმანი ცნობილია იმით, რომ 2007 წელს პირველმა აკრძალა მოდელებისთვის სცენაზე გამოსვლა, თუ მათი ჯანმრთელობა სერიოზულ საფრთხეში იდგა, მათი დაბალი წონის გამო.

• ის სპორტის დიდი გულშემატკივარი იყო და ხშირად ქმნიდა ფორმებს იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და ოლიმპიური გუნდებისთვის.

• არმანი ცნობილ კომპანიაში თითოეულ დეტალს თავად აკონტროლებდა - დაწყებული კოლექციის დიზაინიდან, დამთავრებული რეკლამის ფოტოსესიებით.