ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022
დიდი ბრიტანეთი არ იზიარებს საფრანგეთისა და იტალიის მოსაზრებას პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „პოლიტიკო” წერს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ მოსკოვმა მშვიდობისადმი სანდო ინტერესი არ გამოავლინა.
„პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში, კუპერმა უარყო ემანუელ მაკრონისა და ჯორჯია მელონის წინადადებები, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინაში ომის დასრულების ფარგლებში პუტინთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა განიხილონ.
„ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა და ამ ეტაპზე მე ამას ჯერ კიდევ ვერ ვხედავ. ვხედავთ, თუ რა დიდ ძალისხმევას დებს უკრაინა აშშ-თან ერთად ევროპის მხარდაჭერით და სამშვიდობო გეგმაზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს, მაგრამ მე ჯერ ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ პუტინი მზადაა, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და საუბარი დაიწყოს“, – განაცხადა კუპერმა.
მისი თქმით, ამ მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და არა შესუსტდეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს. გამოცემის ცნობით, გეგმის მომხრეებს შორის არიან საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნებოდა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მაკრონი მართალია და დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს.
ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022