ჯეი დი ვენსსა და მის მეუღლეს მეოთხე შვილი გაუჩნდათ

ჯეი დი ვენს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და მის მეუღლეს, უშა ვენსს, მეოთხე შვილი - ვაჟი შეეძინათ. ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაამხილა, რომ ალეკ ნილ ვენსი კვირას დილას დაიბადა.

„უშა და პატარა თავს ბედნიერად და ჯანმრთელად გრძნობენ, ჩვენი შვილები კი უზომოდ გახარებულები არიან პატარა ძმის გაცნობით“, - დასძინა მან და ასევე მადლობა გადაუხადა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრის სამხედრო ექიმებსა და პერსონალს გაწეული მზრუნველობისთვის.

სააგენტო Associated Press-ის თანახმად, ეს 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის დროს შვილი შეეძინა. წყვილს კიდევ სამი შვილი ჰყავს: 9 წლის იუანი, 6 წლის ვივეკი და ოთხი წლის მირაბელი.