„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
გრენლანდია კრიტიკურლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვენსის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.
„ევროპის მხრიან იყო წუხილი ამ საკითხზე, თუმცა მათ ვერ შეძლეს ფუნდამენტურ არგუმენტთან გამკლავება. გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ხალხი ამას ვერ ხვდება. მთელი სარაკეტო თავდაცვის ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ დამოკიდებულია გრენლანდიაზე, თუ რუსეთი და ჩინეთი, მე არ ვამბობ, რომ ისინი აპირებენ, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და თუ ვინმე მომავალში ბირთვულ რაკეტას გამოუშვებს ჩვენს კონტინენტზე ან ევროპაზე, გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სარაკეტო თავდაცვისთვის. უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, გააკეთეს თუ არა ევროპელებმა და დანიელემბმა საკმარისი გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან კვლავაც მსოფლიო უსაფრთხოებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საყრდენის ფუნქცია შეასრულოს? პასუხი კი ცხადია, არის ის რომ ასე არ მოხდა. მათ არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს თავიანთ უსაფრთხოებაში. მათ კარგად ვერ შეძლეს ამ ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რაც მე მესმის მათი მხრიდან არის ის, რომ ყოველთვის იყენებენ არგუმენტებს წარსულიდან. ისინი გეტყვიან, რომ ერთად ვიბრძოდით მეორე მსოფლიო ომში, ტერორიზმთან ბრძოლაში და ჩვენ მადლიერები ვართ ამისთვის. გვიყვარს ეს მოკავშირეები, მაგრამ რადგან 25 წლის წინ რაღაც ჭკვიანური გააკეთე, არ ნიშნავს, რომ ახლა რაიმე დებილობის გაკეთება არ შეგიძლია“, – თქვა ვენსმა.