სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მიმართავს
1761074171
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ისრაელში ჩავიდა, სადაც ორი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით ვენსი ქვეყნის სამხრეთით მდებარე, შეერთებული შტატების მხარდაჭერით აშენებულ შტაბ-ბინას ეწვევა.
22 ოქტომბერს კი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იერუსალიმში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.