1777927983
ჯაჭვებით დაბმულმა სპილომ თავი გაითავისუფლა და კაცი მოკლა (უცხოეთი)
ინდოეთში, რელიგიური ცერემონიის დროს სპილოს აგრესიულ ქცევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
ტრაგიკული შემთხვევა 1 მაისს, კიდანგურში, მაჰავიშნუს ტაძართან ახლოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჯაჭვებით დაბმულმა სპილომ გათავისუფლება შეძლო, რის შემდეგაც აგრესიულად დაიწყო მიმდებარე ტერიტორიის განადგურება.
ცხოველმა დააზიანა ახლოს მდგომი ავტომობილები, ტაძრის კედლები და სხვა ინფრასტრუქტურა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 40 წლის მამაკაცი, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, სპილომ მამაკაცი ხორთუმით ასწია, შემდეგ კი ფეხებით გათელა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულმა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც სპილოებს აკონტროლებს, საბოლოოდ შეძლო აგრესიული ცხოველის დამშვიდება. მოგვიანებით იგი ტერიტორიიდან გაიყვანეს და ვოლიერში გადაიყვანეს.










