შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გაფრთხილება აბონენტებს
1757432348
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომი წლის ბოლომდე არ დასრულდება.
ტაიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს იმედები გაუცრუა.
ამერიკის პრეზიდენტი კრემლისგან პოზიტიურ გზავნილებს ელოდა, თუმცა პუტინის ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ტაიანის აზრით, დღეს რუსეთის შესაჩერებლად ერთადერთი ინსტრუმენტი ახალი სანქციების დაწესება და რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირებაა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ასევე აღნიშნა, რომ იტალია უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.