ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ალასკაზე შეხვედრის შედეგები პუტინზეა დამოკიდებული.
ტაიანი აცხადებს, რომ ქალაქ ანკორიჯში ლიდერების შეხვედრა მნიშვნელოვანი მომენტი იქნება და ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყება რეალური მოლაპარაკებები მშვიდობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის.
„არ ვიცი, რამდენად იქნება მზად პუტინი, რომ მოისმინოს ტრამპის მოთხოვნები და რამდენად სურს მშვიდობის მიღწევა ომის სწრაფად დასასრულებლად. ამიტომ კითხვა მდგომარეობს არა იმაში, თუ რა მოთხოვნები ექნება ტრამპს, არამედ იმაში თუ რას დათანხმდება პუტინი. ბურთი მის მოედანზეა. სწორედ მან უნდა თქვას, სურს თუ არა დიალოგი, სურს თუ არა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა“ – აღნიშნა ტაიანმა.